1 წლის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

ისტორიაში პირველად - ქართველი ფეხბურთელების საოცარი მიღწევა

როგორც მოგეხსენებათ, გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერი "ვილიარეალში" ოფიციალურად დადასტურდა.

აღსანიშნავია, რომ ამ ტრანსფერის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირეს.

კერძოდ, პირველად ხდება ისე, რომ კონკრეტულ სეზონში ტოპ 5 ლიგაში მინიმუმ 1 ფეხბურთელი მაინც გყვავს.

ამჟამად ინგლისის, ესპანეთის, იტალიის, გერმანიისა და საფრანგეთის მთავარ ჩემპიონატებში სულ მცირე ერთი ქართველი მაინც თამაშობს.

ცნობისთვის, ჟორჟი "ყვითელი წყალქვეშა ნავის" რიგებს 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.