3 კვირის და 1 დღის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

"აქ ისე შემხვდნენ, თითქოს მათი ძმა, ან შვილი ვიყო" - გიორგი ქოჩორაშვილის კომენტარი

ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ყველა ბავშვის ოცნებაა. როდესაც პატარა ვიყავი ვოცნებობდი, რომ ერთ დღეს ამ ტურნირზე მეთამაშა. ჩემპიონთა ლიგის თამაშების ყურების უფლებას არ მაძლევდნენ, რადგან გვიანი იყო და უნდა დამეძინა. ახლა ჩემს ოცნებას ვიხდენ. 

"მინდა ყველაფერი გავაკეთო და გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო, რადგან გუნდური მუშაობა უმნიშვნელოვანესია. ვიცი, რომ შემიძლია სასარგებლო ვიყო, როგორც მოედანზე - ასევე მის მიღმა. 

"აქ ისე შემხვდნენ, თითქოს მათი ძმა, ან შვილი ვიყო. როდესაც ახალ სახლში შედიხარ თავს უხერხულად გრძნობ, მაგრამ სულ რაღაც 2 დღეში თავი ისე მაგრძნობინეს, თითქოს ერთ-ერთი მათგანი ვიყო. 

"რა თქმა უნდა, სირთულეებიც იქნება, მაგრამ ერთად ყოფნით ყველაფერს გადავლახავთ. თავდაუზოგავად ვიშრომებ, რათა ყველას დავუმტკიცო, რომ ამ კლუბის მაისურის ტარების ღირსი ვარ", - თქვა ქოჩორაშვილმა.

Facebook კომენტარები