1 დღის და 14 საათის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

"ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ ხვიჩამ ეს მითხრა" - რას ამბობს კვარაცხელიას დედა

ხვიჩა კვარაცხელიას დედამ, მაკა ლუკავამ გამოცემა "The New York Times"-თან ინტერვიუში საინტერესო ეპიზოდი გაიხსენა.

კერძოდ, ქართველი ფეხბურთელის დედამ იმ მომენტზე ისაუბრა, როდესაც კვარა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. 

"პსჟ-ის ფეხბურთელები ნახევარფინალში გამარჯვებას აღნიშნავდნენ, ხვიჩა კი მშვიდად იდგა, ის წარმატებით საკმარის სიამოვნებას არ იღებს. 

"ვკითხე, რატომ არ აღნიშნა მოგება უფრო ემოციურად. ხვიჩამ მიპასუხა - დედა, ჯერ ადრეა, აღნიშვნის დრო არაა, ფინალი წინ არის“, - ამბობს მაკა ლუკავა The New York Times-თან.

საბოლოოდ კი ხვიჩამ ნახევარფინალის შემდეგ ფინალშიც გაიმარჯვა და ნანატრ ჩემპიონთა ლიგის თასს დაეუფლა.


Facebook კომენტარები