ლიგა 2-ში დაქვეითებულმა სენტ-ეტიენმა ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო.
პირველ ვარჯიშზე არ ყოფილა ზურიკო დავითაშვილი, რომელიც მოლოდინის რეჟიმშია.
როგორც ფრანგულ მედიაში იწერება, ქართველი გუნდს 100%-ით დატოვებს, ის ლიგა 2-ში არ ითამაშებს.
ასევე ცნობილია, რომ სენტ-ეტიენი დავითაშვილის სანაცვლოდ 15-20 მილიონ ევროს ითხოვს.
ისინი ფეხბურთელს ტრანსფერში ხელს არ შეუშლიან, მთავარია გუნდმა მის მიერ მოთხოვნილი თანხა მიიღოს.
აქვე მოგახსენებთ, რომ ზურიკო ლიგა 1-დან არაერთი მსურველი ჰყაბს, ბოლო პერიოდში კი რეიმსის შესახბე განსაკუთრებით აქტიურად იწერება.