ხვიჩა კვარაცხელიას საფეხბურთო აგენტმა, მამუკა ჯუღელმა La Gazzetta Georgia-სთან ინტერვიუ ჩაწერა.
გთავაზობთ ერთ-ერთ ამონარიდს:
ჟურნალისტი - ამ ახალგაზრდულ თაობას აქტიურად აკვირდებით, უშუალოდ რამდენიმე ფეხბურთელის აგენტიც ხართ. შეუძლიათ მათ კვარას მსგავსად დიდი ფეხბურთის თამაში?
ჯუღელი - "კარგი თაობაა. ვისურვებდი, რომ 11-ვე ფეხბურთელი, ვინც მოედანზეა, დიდი ფეხბურთი ითამაშოს და ვარსკვლავი გახდეს, თუმცა კვარაცხელია სულ სხვა პლანეტაზეა."
ჟურნალისტი - კვარაცხელია ვახსენეთ და ცოტა ხნის წინ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. როგორი იყო თქვენი ემოციები?
ჯუღელი - "რომ არ მეწყინებოდა ხომ იცით? (იცინის). საოცარი ემოციები იყო და არ გამკვირვებია. შეგიძლიათ გადაამოწმოთ - 4-5 წლის წინ ვიძახდი, რომ ხვიჩა ჩემპიონთა ლიგას მოიგებსთქო. ეს ჩემთვის გასაკვირი არ იყო. ვიცოდი, რომ მოიგებდა და მომავალში კიდევ მოიგებს."