2 კვირის და 3 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

დავითაშვილს ლიგა 1-დან კიდევ ერთი მსურველი ჰყავს - ახალი ცნობები საფრანგეთიდან

როგორც მოგეხსენებათ, ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენი ლიგა 1-დან დაქვეთდა და შემდეგ სეზონში საფრანგეთის მეორე დივიზიონში იასპარეზებს.

ქართველ შემტევს ლიგა 2-ში დარჩენა არ სურს, რაც ლოგიკურია, რადგან ის გუნდის გამორჩუელი ფეხბურთელი იყო.

ზურიკოს მსურველები არ აკლია, როგორც საფრანგეთის უმაღლესი დივიზიონიდან, ისე სხვა ქვეყნებიდან - სტრასბურგი, ბეშიქთაში. გალათასარაი და სხვა.

ფრანგულ პრესაში იწერება, რომ დავითაშვილის შეძენით რენიც ინტერესდება, რომელმაც გასული სეზონის მე-12 ადგილზე დაასრულა.

სენტ-ეტიენის ზაფხულში სხვა გზა არ ექნება - მათ ზურიკო უნდა გაყიდონ.

ცნობისთვის, ქართველის ფასი Transfermarkt-ზე 10 მილიონი ევროა.

Facebook კომენტარები