როგორც მოგეხსენებათ, ახალ საფეხბურთო სეზონს გიორგი მამარდაშვილი ლივერპულში დაიწყებს.
ყველას გვაფიქრებს ალისონ ბეკერი, რომელზეც დადასტურდა, რომ მინიმუმ 1 წლით კვლავ მერსესადულ კლუბში იქნება.
კარგი სეზონის შემდეგ ყვეა თვლის, რომ ბრაზილიელი არნე სლოტისთვის ნომერ პირველი არჩევანი იქნება, თუმცა მამარდამ თავად თქვა, რომ საკუთარ შესაძლებლობებს დაამტკიცებს, რაც აქამდე არაერთხეულ გაუკეთებია.
ბრიტანულ მედიაში იწერება, რომ ალისონმა გეგმები შეცვალა - მას კლუბში დარჩენა მხოლოდ 1 წლით არ სურს, უნდა, რომ ლივერპულში კიდევ რამდენიმე სეზონი დაჰყოს.
ყველაფერი მას შემდეგ გაირკვევა, როცა სეზონი კარგად გახურდება და ორივე მეკარე საკუთარ შესაძლებლობებს გამოავლენს. გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, არნე სლოტმა უნდა მიიღოს.