1 კვირის და 3 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

“ყველა რესურსი ამოწურული იყო.. ამ საუბრიდან ერთ საათში ნიცა მირეკავს და მეუბნება...” - კვარას მეუღლის ძალიან მაგარი საქციელი ლიგის ფინალის წინ

ქართული სპორტული მედია პლატფორმის, Geo Team-ის დამფუძნებელი, საბა საპანაძე თავის ბოლო ვიდეოში ნიცა თავაძის კეთილი ქმედების შესახებ საინტერესო ისტორიას გვიყვება.

მისი თქმით, მას ჩემპიონთა ლიგის ფინალის ბილეთი არ ჰქონდა, რა დროსაც ის ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლემ, ნიცამ უშოვნა:

"დილით ველაპარაკე ნიცას სულ სხვა თემაზე. მოკითხვისას ვუთხარი, გადამაგდეს და ჩემპიონთა ლიგაზე დასასწრები ბილეთი არ მქონდა. 

უკვე თამაშის დღეს იყო, არ არსებობდა ბილეთები, ყველა რესურსი ამოწურული იყო. ვფიქრობდი, სადმე მოედანზე დამონტაჟებულ ეკრანზე ვუყურებ მეთქი. 

ამ საუბრის შემდეგ, რამდენიმე საათში ნიცა შენი მეილი მომწერე, ბილეთს გიგზავნიო. „შენი ვლოგის გარეშე ვერ ჩაივლიდა თამაშიო“.

Facebook კომენტარები