როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიამ და მისმა პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მილანის ინტერი 5:0 დაამარცხეს და ნანატრ თასს დაეუფლნენ.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა მატჩში თავი გოლითა და ტრადიციული კარგი თამაშით გამოიჩინა.
ვიდეო და ფოტომასალიდან ვარჩევთ, რომ შეხვედრისა და საჩემპიონი ზეიმის დასრულების შემდეგ კვარამ ფინალიდან სახლში სამახსვროდ 2 ნივთი წაიღო.
ესენია ერთ-ერთი ბურთი და კარის ბადე, რაც ფეხბურთელებში საკმაოდ გავრცელებული ტრადიციაა, რომელსაც არც კვარა ჩამორჩა.