7 საათის და 40 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

კონტრაქტის დეტალები შეთანხმდა - სად შეიძლება გააგრძელოს კარიერა დონარუმამ

მას შემდეგ, რაც ჯანლუიჯი დონარუმამ "პარის სენ-ჟერმენის" რიგები მოულოდნელად დატოვა, იტალიელ მეკარეს არაერთი კლუბი დაუკავშირეს.

La Stampa-ს ინფორმაციით, 26 წლის მეკარემ "მანჩესტერ სიტისთან" პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა. 

ირკვევა, რომ ხელფასის სახით მას იგივე ანაზღაურება ექნება, რაც პსჟ-ში - 12 მილიონი ევრო წლიურად, თუმცა ბონუსების ხარჯზე ანაზღაურება გარკვეულწილად გაიზრდება.

წყარო აქვე დაძენს, რომ დონარუმა პეპ გვარდიოლას უკვე არაერთხელ ესაუბრა.

ცნობისთვის, პარიზელებს იტალიელის სანაცვლოდ 50 მილიონის მიღება სურთ, თუმცა მოსალოდნელია, რომ სულ მალე მოთხოვნას 35 მილიონამდე შეამცირებენ


Facebook კომენტარები