4 წლის და 11 თვის წინ
სახელი უცნობია
Aa

"ჩელსი" საზაფხულო ტრანსფერებისთვის 175 მილიონ ევროს დახარჯავს

ლონდონის "ჩელსის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა გუნდის მთავარ მწვრთნელს თომას ტუხელს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას გამოუყოს 175 მილიონი ევრო შემადგენლობის გასაძლიერებლად, – წერს გაზეთი "სანი".

"ჩელსისთვის" პრიორიტეტული იქნება ფორვარდის შეძენა. მთავარი სატრანსფერო სამიზნეები არიან - რომელუ ლუკაკუ ("ინტერი") და ერლინგ ჰალანდი ("დორტმუნდი").

პრემიერლიგის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, "ჩელსი" გათამაშების ცხრილში მეოთხე ადგილზეა.

Facebook კომენტარები