პარი სენ-ჟერმენის პრეზიდენტის, ნასერ ალ-ხელაიფის მიზანი წლების განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის მოგება იყო.
პარი სენ-ჟერმენმა დიდი ხნის ოცნება აიხდინა: ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მოიგო დამსახურებულად, შთამბეჭდავი ფეხბურთით, რომლის გვირგვინი ფინალში ინტერთან 5:0 იყო.
ნანატრი ტრიუმფის შემდეგ პსჟ-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ ისაუბრა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, რომ საფრანგეთის ჩემპიონატი დაბალი ხარისხის არ არის:
"5:0, ეს წარმოუდგენელია, სიზმარია. საფრანგეთის დროშას ვიცავთ, ფრანგული კლუბი ვართ, ამას ვიმსახურებთ. საფრანგეთში ბევრი დიდი კლუბია, ყველა აკრიტიკებს ლიგა 1-ს და ამბობს, რომ არ გვაქვს ხარისხი, მაგრამ დღეს ვაჩვენეთ, რომ შესანიშნავი მოთამაშეები გვყავს. ამ გამარჯვებისთვის 14 წლის შრომა დაგვჭირდა, ფინალში მეორე ყველაზე ახალგაზრდა გუნდი გვყავდა და მომავლისთვის რაღაცას ვაშენებთ. მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი და საუკეთესო სპორტული დირექტორი გვყავს, შესანიშნავი კლუბი ვართ", - თქვა ალ-ხელაიფიმ.