როგორც მოგეხსენებათ, საკონტინენტთაშორისო მატჩის ფინალში პარი სენ-ჟერმენმა ფლამენგო დაამარცხა.
პარიზელებმა მეტოქე 120 წუთის შემდეგ პენალტების სერიაში დაამარცხეს, სადაც თავი მატევი საფონოვმა გამოიჩინა.
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონების მხრიდან ერთადერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.
ამის მიუხედავად, საფინალო მატჩის საუკეთსო ფეხბურთელად ვიტინია დაასახელეს, რომელსაც უდაოდ მშვენიერი შეხვედრა ჰქონდა.