4 დღის და 1 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ის, რასაც დიდი ხანია ველით - გიორგი მამარდაშვილის შესახებ ინგლისში ძალიან სასიხარული ინფორმაცია გავრცელოდა

მილანი“ აქტიურად ეძებს მეკარეს მაიკ მენიოს შესაძლო წასვლის გამო, ფრანგის კონტრაქტი სეზონის ბოლოს სრულდება და იტალიური კლუბი უკვე მზად არის მის შემცვლელად ახალი კარსის დარაჯი მოიყვანოს.

სწორედ ამ კონტექსტში „როსონერის“ ინტერესის ცენტრში „ლივერპულის“ ბრაზილიელი მეკარე, ალისონ ბეკერი აღმოჩნდა. 

სატრანსფერო ექსპერტის, საშა ტავოლიერის ინფორმაციით, მილანელებმა უკვე დაამყარეს პირველი კონტაქტი ფეხბურთელის აგენტებთან და ტრანსფერის დახურვის სურვილი ჰქონდათ.

ტავოლიერის ცნობით, „ლივერპული“ მზად არის განიხილოს ალისონის შესაძლო გაშვება.

მიზეზად ბრაზილიელის ასაკი და კონტრაქტის პირობები სახელდება. მერსისაიდელები უფრო და უფრო ენდობიან გიორგი მამარდაშვილს, რომელმაც მიმდინარე სეზონში სტაბილური თამაში აჩვენა.

ამ სეზონში ალისონმა პრემიერ ლიგაში 10, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 3 მატჩი ჩაატარა და ჯამში 17 გოლი გაუშვა. 

რაც შეეხება მამარდაშვილს — ქართველმა მეკარემ პრემიერლიგაში 5 და ჩემპიონთა ლიგაზე 4 შეხვედრა ჩაატარა და 15 გოლი გაუშვა.

Facebook კომენტარები