მიმდინარე სეზონში პარი სენ-ჟერმენის შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელიას უჩვეულო მარჯვენა ფლანგზე თამაში ხშირად უწევს.
ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებით, ქართველი მატჩის უმეტესობას სწორედ ამ პოზიციაზე ატარებს.
RMCSport-ის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ამ ფაქტზე ისაუბრა:
"ლუის ენრიკე მრავალფეროვნებითაა გატაცებული. ის იყო ფეხბურთელი, რომელსაც ნებისმიერ ადგილას თამაში შეეძლო, მაგრამ ყველას ამის გაკეთება არ შეუძლია. კვარა ასეთი არ არის. მარჯვენა ფლანგზე კვარა, არ მუშაობს"