2 დღის და 20 საათის წინ
Giorgi Sokhadze
Aa

"იმედია შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე გავალთ" - ზურიკო ფრანგულ გამოცემასთან

საქართველოს ნაკრებისა და სენტ-ეტიენის შემტევმა, ზურიკო დავითაშვილმა ერთ-ერთ ფრაგნულ გამოცემასთან ინტერვიუ ჩაწერა.

მან თავისი კლუბისა და ნაკრების შესახებ ისაუბრა:

"მიმდინარე სეზონში გუნდში უფრო მაღალი კონკურენციაა და ეს ძალიან კარგია, ვინაიდან ასეთ დროს ყველა შესაძლებლობების მაქსიმუმის ჩვენებას ცდილობს. ვგრძნობთ, რომ ჩვენი თამაში უმჯობესდება.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე უკეთესად თამაში გვმართებდა. იმედია, ეს ჩვენთვის გაკვეთილი იქნება და მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე შევძლებთ თამაშს. ეს ჩვენი ოცნება და უმთავრესი მიზანია", - განაცხადა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო საქართველოსთან ერთად ჯერ 15 ნოემბერს ესპანეთს, ხოლო შემდეგ 18 ნოემბერს ბულგარეთს დაუპირისპირდება.

Facebook კომენტარები