იტალიური ფეხბურთის ცნობილი ფიგურა, „პარმას“ ყოფილი სპორტული დირექტორი ენრიკო ფედელე აცხადებს, რომ „ნაპოლის“ ახალწვეული კევინ დე ბრუინი ჯერ კიდევ ეძებს ოპტიმალურ ფორმას სერია A-ში.
მისი თქმით, ბელგიელი ჩემპიონთა ლიგაზე თავისუფალ სივრცეებს კარგად იყენებს, თუმცა იტალიის ჩემპიონატში ამის გაკეთება უფრო უჭირს.
"ბოლო წლებში იტალიურ ფეხბურთზე ზეგავლენის მოხდენა მხოლოდ კვარაცხელიამ შეძლო. ის გამორჩეულია ამ მხრივ. დე ბრუინსაც შეუძლია დიდი გავლენის მოხდენა, მაგრამ მას ადაპტაციისთვის დრო სჭირდება,“ – განაცხადა ფედელემ.
