როგორც მოგეხსენებათ, 2024/25 წლების სეზონის სერია ა ნაპოლიმ მოიგო.
გაჩემპიონების შემდეგ ვახშამზე კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი სიტყვით გამოვიდა, სადაც მან ხვიჩა კვარაცხელიაც ახსენა:
“ჩვენ სეზონის შუაში ნამდვილი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე დავრჩით, ამის მიუხედავად ანტონიო კონტემ შეძლო და მაინც მოიგო იტალიის ჩემპიონატი, იმედი მაქვს, კონტე განაგრძობს წარმატების მიღწევას პროფესიულ საქმიანობაში, რადგან ადამიანია, რომელიც იმსახურებს პატივისცემას და წარმატებას” – თქვა დე ლაურენტისმა.
