2 თვის და 2 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ჩაინიშნეთ თარიღები - მამარდაშვილის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღეები ახლოვდება

მას შემდეგ რაც, გალათასარაისთან ალისონ ბეკერი დაიტრავმა ლივერპულის პირველი მეკარე გიორგი მამარდაშვილია.

ქართველმა ოფიციალურ მატჩებში წითლების კარი უკვე 7-ჯერ დაიცვა.

თუ თავიდან ინგლისელები თვლიდნენ, რომ გიორგის თავდაჯერებულობა აკლდა, ბოლო მატჩმა ასტონ ვილასთან აჩვენა, რომ მამარდა გუნდთან უკვე ადაპტირდა.

ისიც უნდა ითქვას, რომ გიორგის თამაშს თავად გუნდის ცუდი ფორმაც ცუდად დაემთხვა და კარის მშრალად შენახვა მხოლოდ 2-ჯერ მოახერხა. უნდა ვთქვათ, რომ ალისონიც ბევრ გოლს უშვებდა.

თუმცა ახლა საერთოდ სხვა სიტუაციაა.

ბრაზილიელი მეკარის დაბრუნების დრო ახლოვდება. 

როგორც იწერება, ბეკერი სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდება.

ანუ 22 ნოემბერს, როცა ლივერპული პრემიერ ლიგაში ნოტინგემს უმასპინძლებს.

მანამდე კი მერსესაიდებელებს ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი აქვთ, სადაც მამარდა ითამაშბეს:

5 ნოემბერი - ლივერპული VS რეალ მადრიდი

9 ნოემბერი - მანჩესტერ სიტი VS ლივერპული

შეიძლება ითქვას, რომ ეს ორი მატჩი მამარდაშვილისთვის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანია.

თუ ქართველმა თავი კარგად წარმოაჩინა, დიდი შანსია, რომ არნე სლოტმა ალისონის თამაში არ ისურვოს, რადგან მამარდა გუნდთან უკვე შეთამაშებული იქნება.

ამავდროულად, ბრაზილეილს ფორმაში შესასვლელად გარკვეული დრო დასჭირდება და თუ გიორგი კარგად იდგა, რატომაც არ უნდა ითამაშოს მან?

ყველაფერს დრო გვიჩვენებს და იმედია სიტუაცია ისე განვითარდება, როგორც მამარდაშვილისთვის იქნება უკეთესი.

Facebook კომენტარები