6 დღის და 15 საათის წინ
Giorgi Sokhadze
Aa

ოფიციალური განცხადება გაკეთდა - როდის დაბრუნდება გიორგი ჩაკვეტაძე მინდორზე

ოუტფორდის ოფიციალურმა გვერდმა შეგვატყობინა, რომ დიდი ხნის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძე მინდორზე ბურთთან ერთად ვარჯიშს დაუბრუნდა,

ქართველ ფეხბურთელს უკვე თითქმის 6 თვეა არ უთამაშია.

გიორგის შესახებ უახლეს განცხადებას ოუტფორდის მთავარი მწვრთნელი, ხავი გარსია აკეთებს:

"გიორგი ტრავმისგან გვიბრუნდება. საჭიროა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის პროგრესს ყურადღება მივაქციოთ და ვიპოვოთ, საუკეთესო დრო, რათა გუნდს შეუერთდეს", - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

ცნობისთვის, ჩემპიონშიფის 12 ტურის შემდეგ ოუტფორდი 15 ქულით სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილს იკავებს.

Facebook კომენტარები