2 კვირის წინ
Giorgi Sokhadze
Aa

"სპალეტი იუვენტუსში მისგან ახალ კვარაცხელიას შექმნის" - რა იწერება იტალიურ მედიაში

იტალიელმა ფეხბურთის სპეციალისტმა ვალტერ საბატინიმ ლუჩანო სპალეტის შესაძლო დანიშვნაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტურინელთა მთავარი არჩევანი სრულიად გამართლებულია.

საბატინის აზრით, „იუვენტუსს“ სწორედ ისეთი მწვრთნელი სჭირდებოდა, რომელსაც შეუძლია კლუბის სტილი და ენერგია შეცვალოს. 

„სპალეტი ნამდვილი ინოვატორია. ის გუნდს ახალ სიცოცხლეს ჩაუსახავს. დარწმუნებული ვარ, იუვე მალე ძველ დიდებას დაუბრუნდება,“ — აცხადებს ვეტერანი მენეჯერი.

მისივე თქმით, სპალეტის ხელში ქენან ილდიზი შესაძლოა იმავე დონემდე მივიდეს, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლიში აჩვენა:

„ილდიზს განსაკუთრებული ნიჭი აქვს, მაგრამ სპალეტის ხელმძღვანელობით შეუძლია ახალი კვარაცხელია გახდეს — ფეხბურთელი, რომელიც საკუთარ გუნდს ტიტულებისკენ წაიყვანს." 

"ხვიჩამ ნაპოლის თამაში შეცვალა, იგივე შეუძლია ქენანს იუვენტუსში.“

აღსანიშნავია, რომ იუვენტუსი და სპალეტი კონტრაქტის დეტალებზე თითქმის შეთანხმდნენ. 66 წლის სპეციალისტი უახლოეს დღეებში ტურინში ჩავა და შესაძლოა „უდინეზესთან“ მატჩსაც დაესწროს, რომელსაც დროებით მასიმო ბრამბილა უხელმძღვანელებს.

Facebook კომენტარები