2 კვირის წინ
Giorgi Sokhadze
Aa

ოფიციალურად! - იუვენტუსმა ლუჩანო სპალეტი წარადგინა | დეტალები ცნობილია

ტურინის იუვენტუსმა ლუჩანო სპალეტის გუნდში მისვლა ოფიციალურად დაადასტურა.

იტალიელმა სპეცილისტმა იგორ ტიუდორი შეცვალა, რომელიც გუნდის ბოლოდროინდელი შედეგბის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

როგორც ცნობილია, სპალეტიმ ბებერ ქალბატონთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე დადო, თუმცა თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გავა ხელშეკრულება ავტომატურად გახანგრძლივდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ლუჩანოს ხელფასი 3 მილიონი ევრო იქნება.

ამ ამბავთან დაკავშირებით ფაბირციო რომანო საინტერესო დეტალს ავრცელებს:

როცა სპალეტი იუვესთან მოლაპარაკებებზე დაჯდა, მას არც ხელფასი და არც სხვა დეტალები არ უკითხვას. მისთვის მთავარი მუშაობა იყო. მან კლუბის წარმომადგენლებს გამოუცხადა, რომ მოტივირებულია და სურს იუვესთან ერთად დიდი მწვერვალები დაიპყროს.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს სპალეტი იტალიის ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა.

ცნობისთვის, ამჟამად იუვენტუსი სერია ა-ში 15 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს.

Facebook კომენტარები