როგორც მოგეხსენებათ, ამ მომენტისთვის ლივერპულის პირველი მეკარე გიორგი მამარდაშვილია.
ალისონ ბეკერი ტრავმირებულია და დაბრუნებას ნოემბრის შუა რიცხვებში უწინასწარმეტყველებენ.
წითლებს ცუდი დროება უდგათ. მამარდას კარში ჩადგომა ამ ყველაფერს ცუდად დაემთხვა.
კლუბს ბოლო 7 მატჩში 1 მოგება და 6 მარცხი აქვს. პრემიერ ლიგაში კი მე-7 პოზიციას იკავებს.
არნე სლოტის გუნდი დემორალიზირებულია.
რაც შეეხება გიორგის, სავარაუდოდ ალისონის დაბრუნებამდე ის კიდევ 3 ან 4 მატჩს გამართავს. სანაკრებო პაუზის შემდეგ კი ბრაზილიელიც დაბრუნდება.
პრემიერ ლიგა | ლივერპული - ასტონ ვილა 2 ნოემბერი 00:00
ჩემპიონთა ლიგა | ლივერპული - რეალ მადრიდი 5 ნოემბერი 00:00
პრემიერ ლიგა | მანჩესტერ სიტი - ლივერპული 9 ნოემბერი 20:30
აქვე მოგახსენებთ გიორგის სტატისტიკას ლივერპულში:
6 მატჩი, 9 გაშვებული გოლი, 1 მშრალად შენახული კარი.
