5 საათის და 4 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"ჩვენთან კიდევ რა ხდება?" - არნე სლოტის განცხადება მატჩის შემდეგ

ინგლისის ასოციაციის თასის 1/8-ფინალში ლივერპული ენფილდზე კრისტალ პალასთან განადგურდა - 0:3.

არნე სლოტმა ამ მატჩში გადახალისებული შემადგენლობა გამოიყვანა და შედეგიც სახეზეა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიდერლანდელმა სპეციალისტმა კრიტიკას უპასუხა:

"სათასო მატჩში მანჩესტერ სიტის განაცხადსაც გადავხედე. მათ რიგებში არცერთი ფეხბურთელი არ ყოფილა, რომელთაც გასულ უქმეებზე ითამაშეს, თუმცა, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მინდორზე მაინც პირველი შემადგენლობა ჰყავდათ. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. იგივე ჩელსის შეუძლია ესტევაო სათადარიგოთა სკამიდან შეიყვანოს ხოლმე. ჩვენთან კიდევ რა ხდება? დღეს 2 ცვლილება გაკეთებული მქონდა და როდესაც სათადარიგითა სკამისკენ გავიხედე, იქ მხოლოდ 6 თინეიჯერი დავინახე".

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში გიორგი მამარდაშვილს მონაწილეობა არ მიუღია.

Facebook კომენტარები