პრემიერ ლიგის მეცხრე ტურში ბრენტფორდმა ლივერპულს უმასპინძლა.
წითლების კარში კვლავაც გიორგი მამარდაშვილი იდგა.
მერსესაიდელებმა პრემიერ ლიგაში გამარჯვება ისევ ვერ მოახერხეს. "ფუტკრებმა" ისინი ანგარიშით 3:2 დაამარცხეს.
ეს ლივერპულისთვის პრემიერ ლიგაში ზედიზედ მეოთხე მარცხი იყო.
მატჩის შემდეგ მედიასთან გუნდის კაპიტანმა, ვირჯილ ვან დაიკმა ისაუბრა:
"ყველამ უნდა ჩაიხედოს სარკეში, მეც მათ შორის.
დარწმუნებული ვარ, ამ მდგომარეობიდან გამოვალთ, მაგრამ ამას მარტო ლაპარაკით ვერ მოვახერხებთ. ვეცდებით, რომ თამაში გავაუმჯობესოთ.
გულშემატკივრები, ვინც შარშან ჩვენს გამარჯვებებს ერთად ზეიმობდა, ახლა ჩვენს გვერდით უნდა დადგნენ.“ - განაცხადა ნიდერლანდელმა.
