1 კვირის და 6 დღის წინ
Giorgi Sokhadze
Aa

"მარტო მამარდაშვილი ვერ გვიშველის!" - ლივერპულის ფანები ძალიან გაბრაზებულები არიან

პრემიერ ლიგის მეცხრე ტურში ბრენტფორდმა ლივერპულს უმასპინძლა.

წითლების კარში კვლავაც გიორგი მამარდაშვილი იდგა.

მერსესაიდელებმა პრემიერ ლიგაში გამარჯვება ისევ ვერ მოახერხეს. "ფუტკრებმა" ისინი ანგარიშით 3:2 დაამარცხეს.

ეს ლივერპულისთვის პრემიერ ლიგაში ზედიზედ მეოთხე მარცხი იყო.

აღსანიშნავია, რომ გაშვებულ გოლებში მამარდას ბრალეულობა არ ყოფილა.

წითლების ამ ცუდ ფორმით კლუბის ფანები ძალიან გაბრაზებულები არიან:

"მანჩესტერ იუნიატედიც კი იგებს, ჩვენ რა გვჭირს"

"დაცვა საშინელ ფორმაშია. მარტო მამარდაშვილი ვერ გვიშველის"

"ცენტრს რა სჭირს? ბურთი ვერ აგვაქვს შეტევაში"

"ახლაც გამოჩნდა რამხელა როლი ჰქონდა ტრენტს..."

"არნე სლოტ, დატოვე კლუბი!

"ერთადერთი ვინც ფეხბურთელს ჰგავდა, მამარდაშვილი იყო"

"დაცვა ძალიან უყურადღებოდ თამაშობს. ვან დაიკიც დაბერდა"

Facebook კომენტარები