როგორც მოგეხსნებათ, პრემიერ ლიგის მე-8 ტურში "ლივერპულმა" საშინაო მოედანზე "მანჩესტერ იუნაიტედი" მიიღო და 1:2 დამარცხდა.
შეხვედრის შემდეგ მერსესაიდელთა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"ყველაფერი უნდა გავაუმჯობესოთ და შემდეგი მატჩი მოვიგოთ. მძიმე მარცხია, მაგრამ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, რადგან სეზონი ძალიან გრძელია და ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ.
"ყველამ იცის, რომ პრემიერლიგაში თამაში ადვილი არაა. ვფიქრობ, წინ ძალიან კარგად მივიწევ და ნელ-ნელა ყველაფერი კარგად მიდის.
"ესპანეთიდან ინგლისში გადმოსვლა ჩემთვის დიდი ცვლილებაა, მაგრამ ალისონი მეხმარება, რაც მნიშვნელოვანია. მასთან მუშაობა ჩემთვის ძალიან კარგი და სასარგებლოა", - თქვა მამარდაშვილმა.