ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში გალათასარაიმ ლივერპულს უმასპინძლა და ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
მატჩის 56-ე წუთზე ალისონ ბეკერეი ტრავმის გამო გიორგი მამარდაშვილმა შეცვალა.
ქართველისთვის ეს ჩემპიონთა ლიგური დებიუტი იყო და გოლიც არ გაუშვია - ვიქტორმ ოსიმენმა პენალტიდან პირველ ტაიმში გაიტანა, რამაც საბოლოოდ თურქულ გუნდს გამარჯვება მოუტანა.
ბრაზილიელი მეკარის ტრავმასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით მცირე ინფორმაცია არსებობს.
ვიცით, რომ კვირას პრემიერ ლიგაში ჩელსის წინააღმდეგ მერსესაიდელთა კარს მამარდა დაიცავს, თუმცა როდის ბრუნდება ბეკერი უცნობია.
ბრაზილიელის ტრავმასა და მამარდაშვილის სათამაშო წუთებს ლივერპულის ფანები ეხმაურებიან:
"ალისონი ჩვენი ლეგენდაა და მადლობა ყველაფრისთვის, მაგრამ ახლა გიორგის დროა"
"ალისონი დაიმტრვა, მაგრამ მშვიდად ვარ, რადგან აქ მამარდაშვილია"
"ალისონის დრო წავიდა, ამდენი ტრავმა არასტაბილურს ხდის"
"იმედია ალისონი მალე დაგვიბრუნდება, მანამდე კი მამარდა დამსახურებულ წუთებს მიიღებს"
"ვნახოთ რა იქნება ჩელსისთან, იმედია გიორგი იმედებს გაამართლებს"