11 თვის და 3 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"ცოტა მუშაობა დასჭირდება, მაგრამ..." - ინგლისური მედია გიორგი მამარდაშვილზე ალაპარაკდა

როგორც მოგეხსენებათ, გიორგი მამარდაშვილმა "ლივერპულში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ქართველმა მეკარემ "წითლებთან" ერთად "საუთჰემპტონი" 2:1 დაამარცხა.

შეხვედრის შემდეგ მამარდაშვილის თამაში უცხოურ მედიაში შეაფასეს.

Goal: "კარგი დებიუტი ქართველი მეკარისთვის, რომელსაც ალბათ იმაზე მეტი საქმე ჰქონდა, ვიდრე ელოდა. რამდენიმე კარგი სეივიც ჰქონდა და ჩაწოდებებზე დამაჯერებლად გამოიყურებოდა".

Liverpool Echo: "ძალიან კარგი სეივი შეასრულა, როცა არმსტრონგს თავიდანვე არ მისცა გოლის გატანის საშუალება და როგორც ჩანს, ძალიან თავდაჯერებული მეკარეა. შესაძლოა, ცოტა მუშაობა დასჭირდეს, მაგრამ მაღალ ბურთებზე თამაშმა მასზე წნეხი შეამცირა".