3 კვირის და 1 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ოფიციალურად დაადასტურეს! - დაეხმარება თუ ვერა ჩაკვეტაძე საქართველოს ნაკრებს ოქტომბერში

საქართველოს ნაკრებისა და ოუტფორდის ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება.

ქართველი ფეხბურთელის ტრავმის შესახებ ინგლისური კლუბი წერს:

"სამწუხაროდ, ჩაკვეს მოედანზე დაბრუნების პროცესს იმაზე ცოტა მეტი დრო კიდევ დასჭირდება, ვიდრე ვვარაუდობდით, მაგრამ ბევრს ვმუშაობთ, რათა გიორგი საუკეთესო ფორმაში დავაბრუნოთ”, - ნათქვამია ოუტფორდის განცხადებაში.

ისინი ვარაუდობდნენ, რომ ჩაკვე მომდევნო 4-5 კვირაში დაბრუნდებოდა.

როგორც ჩანს, გიორგი ოქტომბრის სანაკრებო შეკრებასაც გამოტოვებს.

Facebook კომენტარები