3 კვირის და 4 დღის წინ
სახელი უცნობია
Aa

სასჯელი პირჯვრის გადაწერის გამო - რა ამბავი შეემთხვა ლეგენდარულ ოთარ გაბეილიას

1979 წელს, თბილისის „დინამოს“ ახალგაზრდა მეკარე ოთარ გაბელია მოსკოვის „დინამოსთან“ მატჩის დროს პენალტების სერიაში კარისკენ მიმავალი ხელზე ჯვრის გადასახვით გამოჩნდა. იმ დროის საბჭოთა რეჟიმში ეს ქმედება დაუშვებლად ჩაითვალა და სტადიონზე მყოფმა მაღალჩინოსნებმა მისი დასჯა მოითხოვეს.

ბა­ტონ ოთარ, კარ­გი იქ­ნე­ბა თუ გა­იხ­სე­ნებთ იმ ამ­ბავს, პირ­ჯვარს რომ იწერ­დით და სულმნათ­მა ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვამ რომ გიხ­სნათ... - მა­შინ არ შე­იძ­ლე­ბო­და ამის გა­კე­თე­ბა, მაგ­რამ პე­ნა­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში პირ­და­პირ მე მო­მა­ყე­ნეს კა­მე­რა და რომ მივ­დი­ო­დი კა­რის­კენ იმი­ტომ, რომ მწამს და ვარ მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი, პირ­ჯვა­რი გა­და­ვი­სა­ხე. მოს­კო­ვის "დი­ნა­მოს“ ვე­თა­მა­შე­ბო­დით და გა­ვი­მარ­ჯვეთ. იმ­ჟა­მინ­დე­ლი საბ­ჭო­თა შსს-ს გუნ­დი იყო და სტა­დი­ონ­ზე თა­და­რი­გის გე­ნერ­ლე­ბი იყ­ვნენ. მათ უთ­ქვამთ, ოს­ტა­ტო­ბამ კი არა, ღმერ­თმა გა­ა­მარ­ჯვე­ბი­ნაო... ვუ­თხა­რი ზუს­ტად ღმერ­თის ნება იყო და ჩემი პა­ტა­რა ოს­ტა­ტო­ბა-მეთ­ქი... მერე ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვა მო­ვი­და ბზა­ზე, - რა ვქნა­თო? შენს დის­კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას ითხო­ვენ, ერთი ამ­ბა­ვია ატე­ხი­ლიო. რო­გორც გინ­დათ, ისე გა­და­წყვი­ტეთ-მეთ­ქი. რა­ღაც მო­ვი­გო­ნო­თო. 1979 წელი იყო, მა­ინც ახა­ლი ვი­ყა­ვი "დი­ნა­მო­ში,“ მა­ნამ­დე კარ­ში დათო გო­გია იდგა და გა­და­წყვი­ტეს ეთ­ქვათ, რომ ახალ­ბე­დაა, ინერ­ვი­უ­ლა და ამის გამო ოფლი მო­იწ­მინ­და, მაგ­რამ პირ­ჯვრის გა­და­წე­რა გა­მო­გი­ვი­დაო... მე ჩემი გა­ვა­კე­თე და რაც უნ­დათ, ქნან, დის­კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ხომ არ მომ­ცე­მენ-მეთ­ქი?! მოკ­ლედ, წე­რი­ლიც გა­აგ­ზავ­ნეს, რომ დავ­სა­ჯეთ და პი­რად საქ­მე­ში საყ­ვე­დუ­რის შე­ვუ­ტა­ნე­თო. მოკ­ლედ ასე და­ა­ჯე­რეს ისი­ნი და ასე გა­და­მარ­ჩი­ნა ბა­ტონ­მა ჟი­უ­ლიმ.

Facebook კომენტარები