ინგლისის EFL თასის 1/16-ფინალში ლივერპული საუთჰემპტონს უამსპინძლა.
მერსესაიდელებმა მეტოქეს ანგარიშით 2:1 დაამარცხეს.
წითლების კარი გიორგი მამარდაშვილმა თითქმის უშეცდომოდ დაიცვა. გაშვებულ გოლში მისი ბრალეულობა არ ყოფილა.
მატჩის შემდეგ წითლების მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა პრესკონფერენცია გამართა:
"დღეს კიეზა საუკეთესო იყო. ის მოედანზე მუდმივად მოძრაობდა და სულ ცდილობდა რაიმეს შექმნას. მისით კმაყოფილი ვარ. მან საგოლე პასებიც გააკეთა. არ გამკვირვებია, ბევრი იშრომა და გამოუვიდა.
რადმენიმე ფეხბურთელის ინდივიდუალური პერფორმანსით კმაყოფილი ვიყავი, ვფიქრობ თავადაც იციან ვინებზეც ვამბობ.
რაც შეეხება ისაკს. მან გოლი გაიტანა, რაც კარგია. ყველამ ვნახეთ, თუ როგორ შეუძლია მას ჩვენი დახმარება. მალე ფორმაში ჩადგება და იმედია ტრავმები თავს არ იჩენენ", - განაცხადა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა.