ინგლისის EFL თასის 1/16-ფინალში ლივერპული საუთჰემპტონს უამსპინძლა.
მერსესაიდელებმა მეტოქეს ანგარიშით 2:1 დაამარცხეს.
წითლების კარი გიორგი მამარდაშვილმა თითქმის უშეცდომოდ დაიცვა.
გაშვებულ გოლში მისი ბრალეულობა არ ყოფილა.
ქართველი მეკარის კარგ პერფორმანსს ლივერპულის ფანები გამოეხმაურნენ:
"მგონი დროა ალისონი სკამზე გადაჯდეს"
"მამარდაშვილს მეტი სათამაშო დრო თუ არ მივეცით შესაძლოა გაფუჭდეს"
"როცა მამარდა ფეხით თამაშს გამოასწორებს მსოფლიოში ნომერ პირველი იქნება"
"გიორგის ძალიან დიდი პოტენციალი აქვს"
"ზაფხულის საუკეთესო ტრანსფერი მამარდაშვილი იყო"