ლიგა ერთის გასულ ტურში პსჟ-მ ლანსი ანაგრიშით 2:0 დაამარცხა.
შეხვედრის პირველ ტაიმს პარიზელთა თავკაცმა, ლუის ენრიკემ, რომელიც ახლახანს გამოწერეს საავადმყოფოდან, VIP ტრიბუნიდან უყურა.
მეორე ტაიმში კი სამწვრთნელო შტაბთან ერთად მოედანზე იყო.
ამასთან დაკავშირებით ესპანელმა სპეციალისტმა მატჩის შემდეგ ისაუბრა:
"პირველ ტაიმში ტრიბუნაზე ყოფნა? ამას დიდი განსხვავება მოაქვს. აქედან მე ყველაფერს უკეთ ვხედავ და ვაკონტროლებ.
ომავალში ამ მეთოდ კიდევ გამოვიყენებ. პირველი ტაიმის შემდეგ ბევრ ინფორმაციას ვაგროვებ და ვაწვდი მოთამაშეებს", - განაცხადა ენრიკემ.