ტორინომ სერია ა-ში ქართველი მცველი, საბა საზანოვი არ დაარეგისტრირა.
მძიმე ტრავმების მოშუშების შემდეგ იტალიური კლუბის გეგმეში საბა ჯერ-ჯერობით არ შედის.
აღსანიშნავია, რომ საზანოვი ესპანურ ხეტაფეში გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ტრანსფერი ბოლო წამს ჩაიშალა.
თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, საბა ოფიციალურ შეხვედრებში ვერც ამ სეზონში ითამაშებს.