1 დღის და 14 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ცუდი ამბებია - სანაკრებო პაუზიდან უკან დაბრუნებულ ხვიჩას პარიზში ასეთი სიტუაცია დახვდა

როგორც მოგეხსენებათ, სანაკრებო პაუზა დასრულდა და ფეხბურთელები თავინთ კლუბებში დაბრუნდნენ.

პარი სენ-ჟერმენში დაბრუნებულ ხვიჩა კვარაცხელიას გუნდში არასასიხარულო ამბები დახვდა.

კერძოდ, დეზირე დუე და უსმან დემბელე ტრავმირებულები არიან.

ფრანგი შემტევები გუნდს მალევე ვერ დაეხმარებიან, მათ ტრავმები სანაკრებო მატჩებში მიიღეს.

დემბელეს დაზიანები გაცილებით სერიოზულია, ის დაახლოებით 6 კვირა ვერ შეძლებს ვარჯიშს.

რაც შეეხება დუეს, როგორც იწერება, ის 17 სექტემბერს ბარსელონასთან სათამაშოდ მზად იქნება.

აქვე გეტყვით, რომ პსჟ შემდეგ მატჩს 14 სექტემბერს ლანსის წინააღმდეგ გამართავს.

Facebook კომენტარები