ცნობილი ჟურნალისტი ფაბრის ჰოუკინსი გიორგი მიქაუტაძესთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
მისი ცნობით, ქართველი ფეხბურთელი ახლოსაა, რომ კარიერა "ვილიარეალში" გააგრძელოს.
საგულისხმოა, რომ "ყვითელი წყალქვეშა ნავი" ჟორჟთან გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს.
რაც შეეხება სატრანსფერო ფასს, ლა ლიგის გუნდი "ლიონს" 30 მილიონ ევროს უხდის.
გთავაზობთ თარიღს, თუ როდის დაუპირსპირდება ჟორჟ მიქაუტაძე ბარსელონასა და მადრიდს რეალს:
ვილიარეალი – ბარსელონა მატჩი დაგეგმილია 2025 წლის 21 დეკემბერს, ლა ლიგის 17-ე ტურში.
ვილიარეალი – რეალ მადრიდის მატჩი ჩანიშნულია 5 ოქტომბერს ლა ლიგის 8-ე ტურში.