2 კვირის და 6 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ერთადერთი გზა - როგორ უნდა გახდეს გიორგი მამარდაშვილი ლივერპულის პირველი მეკარე

სეზონის დაწყების შემდეგ კარგად გამოჩნდა, რომ არნე სლოტი ლივერპულის პირველ მეკარდ კვლავ ალისონ ბეკერს მიიჩნევს.

გიორგი მამარდაშვილი ამ ზაფხულში სქაუზერებს ოფიციალურად შეუერთდა.

2024 წელს წითლებმა ქართველი მეკარის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაიხადეს, რაც მეკარისთვის საკმაოდ დიდი თანხაა.

ყველა ხვდება, რომ ლივერპულმა მამარდაშვილი მომავლის გათვლით იყიდა, ტყუილად ამხელა ფულს ისინი არ გადაიხდიდნენ.

თუმცა ჩვენ, რა საკვირველია, გვსურს, რომ მამარდა ამ სეზონშივე გახდეს პირველი მეკარე.

ზოგადად. ალისონს ტრავმები ხშირად აწუხებს.

გასულ სეზონში მან სხვადასხვა დაზიანებების გამო საერთო ჯამში 31 შეხვედრა გამოტოვა.

ბეკერის სუსტი წერტილი ბარძაყის უკანა კუნთების ტრავმაა. სწორედ ამ ტრავმის გამო გამოტოვა მან 31-დან 26 მატჩი.

2023/2024 წლების სეზონში ალისონმა დაზიანების გამო 19 მატჩი გამოტოვა.

მიმდინარე სეზონში ის კარგ ფორმაშია და ჯერ-ჯერობით არანაირ დისკომფორტს არ განიცდის.

რა თქმა უნდა, ჩვენ არცერთი მოთამაშის ტრავმას არ ვისურვებთ, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ მამარდაშვილიც მიიღებს თავის შანსს.

Facebook კომენტარები