11 საათის და 4 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ხვიჩა კვარაცხელიას თავისი ყოფილი გუნდიდან მიმართეს

პრესკონფერენციაზე, ნაპოლის მთავარ მწვრთნელს, ანტონიო კოტეს სთხოვეს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ესაუბრა.

იტალიელმა სპეციალისტმა კვარას ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადა და ნოა ლანგს შედარა:

"დღეს მათი შედარება შეუძლებელია. „კვარა“ 75 მილიონად გაიყიდა, ნოა კი 25 მილიონად შევიძინეთ. როდესაც თანხაში ამხელა სხვაობაა, გამოდის, რომ განსხვავებული სიტუაციაა.

ნოას მომავალში ჩვენი დახმარება შეუძლია, მაგრამ იმისათვის, რათა "ახალი კვარა" გახდეს, პროგრესი უნდა გააგრძელოს და დონე აიმაღლოს. შემდეგ შესაძლებელია ისიც გაიყიდოს“, - განაცხადა კონტემ.

Facebook კომენტარები