1 კვირის და 6 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"ლივერპულის მეორე მეკარე სხვა ნებისმიერ გუნდში პირველი იქნებოდა" - რას წერენ ფანები სოციალურ ქსელში მამარდაშვილზე

გიორგი მამარდაშვილმა ლივერპულის მაისურით უკვე 4 ამხანაგური შეხვედრა გამართა.

10 აგვისტოდან მერსესაიდული გუნდი ოფიციალურ შეხვედრებს კრისტალ პალასთან იწყებს.

წინასწარ შეუძლებელია იმის თქმა, იქნება თუ არა მამარდა ძირითად შემადგენლობაში, რადგან ალისონ ბეკერი გუნდს უბრუნდება.

სოციალურ ქსელში ქომაგები მამარდაშვილით აღფრთოვანებულები არიან.

ხშირად იწერება, რომ გიორგი ლივერპულის გარდა სხვა ნებისმიერ გუნდში უპირობო პირველი ნომერი იქნებოდა.

როგორც ჩანს, სანამ გუნდში ალისონია, გიორგი მეორე მეკარედ იქნება მიჩნეული, თუმცა ყველაფერს დრო გვიჩვენებს.

გვჯერა. მამარდას შეუძლია, რომ საკუთარი შესაძლებლობები დაამტკიცოს.

Facebook კომენტარები