5 საათის და 32 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ინგლისურმა მედიამ გიორგი მამარდაშვილის მატჩი შეაფასა

როგორც მოგეხსენებათ, ლივერპულმა ამხანაგურ შეხვედრაში ატლეტიკ ბილბაო 3:2 დაამარცხა.

გიორგი მამარდაშვილმა მატჩი სრულად ითამაშადა ბოლო წუთებზე ერთი კარგი სეივითაც გამოიჩინა თავი.

შეხვედრის შემდეგ ინგლისურმა მედიამ ქართველი კარის დარაჯის თამაში შეაფასა:

Liverpool echo - 7 ქულა: "ბილბაოს არცერთ გოლში არანაირი შანსი არ ჰქონდა, მაგრამ არც რეალური სეივები ჰქონია, სანამ მატჩის ბოლოს არესის დარტყმა იქნებოდა".

Liverpool.com - 6 ქულა: "ენფილდზე თავის დებიუტში ქართველი დიდად დაკავებული არ იყო და არც იმ დარტყმებზე შეეძლო რამე, რომლითაც გოლები გაუშვა. არც ისე მაღალი ქულა იმით უფროა განპირობებული, რომ თავისი კლასის საჩვენებლად საკმარისი საქმე არ ჰქონდა. ბურთით კარგი იყო და ბოლოს სეივიც მიითვალა".


Facebook კომენტარები