2 დღის და 8 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ვინ ჰგონიათ ნაპოლიში კვარაცხელიას შემცვლელი - პარტენოპეის გეგმა

იტალიურ მედიაში ხშირად იწერება, რომ მას შემდეგ რაც ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში გადავიდა, ნაპოლი მის შემცვლელს ყოველდღიურად ეძებს.

თუმცა ახალი კვარა არსად გამოჩენილი, ეს თავად გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემაც განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში.

Il Mattino იტყობინება, რომ პარტენოპეი ხვიჩას შემცვლელად ამჯერად ბოლონიას 24 წლის შემტევს, დან ნდოიეს განიხილავს.

მოგახსენებთ, რომ შვეიცარიელმა გასულ სეზონში სერია ა-ს 30 მატჩში მიითო მონაწილეობა, სადაც 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა.

აქვე გეტყვით, რომ სერია ა-ს ამავე სეზონში კვარამ 17 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.

Facebook კომენტარები