2 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ეს გოლი მამარდაშვილის ბრალი არ ყოფილა - ახსნა დეტალურად

სეზონის წინა ამხანაგურ მატჩში მილანმა ლკივერპული ანაგრიშით 4:2 დაამარცხა.

გიორგი მამარდაშვილი მოედანზე მეორე ტაიმსი გამოჩნდა და სამწუხაროდ 3 გოლი გაუშვა.

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მერსესაიდელთა დაცვა სუსტად გამოიყურებოდა.

მამარდას კარში გატანილი პირველი ორი გოლიდან ქართველის ბრალი არცერთი არ ყოფილა.

რაც შეეხება მესამეს - ეპიზოდი ასე იწყება: კოსტას ციმიკასი გადაცემას უკეთეს იბრაჰიმა კონატეს, რომელიც უხერხულად უგდებს უკან ბურთს გიორგის, რომელიც მოედნის ცენტრის სიახლოვეშია.

მამარდა ერთმა მოთამაშემ დააპრესინგა, მან მისი მოტყუება მოახერხა და ბურთი ციმიკასს გადააწოდა.

ობიექტურობა მოითხოვს, ვთქვათ, რომ ამ მომენტში უმჯობესი არ მოტყუება, არამედ ბურთის წინ გაგზავნა იქნებოდა, თმცა პოსტ ფაქტუმ საუბარი მარტივია...

ციმიკასმა ბურთი უხერხულად დაამუშავა, 2 ფეხბურთელი პრესინგზე ავიდა, ბერძენმა ბურთი უკან ისევ მამარდას ძალიან უხერხულად მიაწოდა, რომელზეც ფაქტობრივად ის ზემოთ ხსენებული 2 კაცი უკვე ასული იყო.

თანაც როგორ პასს აკეთებს ციმიკასი...

როდესაც მეკარე მოდენის ცენტრშია და ბურთს უკან ასე მალე უბრუნებ, ის ნორმალურად გახსნასაც ვერ მოასწრებს, რაც ლოგიკურია.

საბოლოო ჯამში, უნდა ითქვას, რომ ამ გოლში ციმიკასთან ერთად გარკვეულწილი ბრალეულობა მამარდაშვილსაც მიუძღვის, თუმცა ეს ეპიზოდი რაც შეიძლება მალე უნდა დავივიწყოთ. ეს ყველაზე უკეთ თავად მამარდამ და ციმიკასმა იციან.

დიდი მნიშვნელობის მატჩი არ ყოფილა და თანაც შეცდომების გარეშე განვითარება და წინსვლა გამორიცხულია.

გიორგის ლივერპულთან ერთად წინ ძალიან ბევრი და ძალიან დიდი წარმატებები ელის!

Facebook კომენტარები