3 დღის და 11 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

საგანგებო განცხადება! - რა გამოაქვეყნა იტალიელმა ჟურნალისტმა, რომელმაც კვარაცხელიას "ციგანი" უწოდა

რამდენიმე დღის წინ, იტალიელმა ჟურნალისტმა, გაეტანო იმპარატომ საფეხბურთო გადაცემის პირდაპირ ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას "ციგანი" უწოდა.

ამას, რა თქმა უნდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც ნეაპოლში, ასევე საქართველოში.

იმპარტოს ნაპოლიმ აკრედიტაცია ჩამოართვა და კიდევ რამდენიმე მეთოდით დაისაჯა.

მან ახლახანს სოციალურ ქსელში საბოდიშო პოსტი გამოაქვეყნა.

ის წერს, რომ სერიოზული დიალექტიკური შეცდომა დაუშვა ფეხბურთელის მიმართ, რომელსაც გულშემატკივრები სამართლიანად მიიჩნევენ „ნაპოლის“ მესამე სკუდეტოს ერთ-ერთ არქიტექტორად, ეს განზრახ არ გაუკეთებია.

მან ბოდიში მოუხდა თავად კვარაცხელიას, მის ოჯახს და მთლიან საქართველოს.

ასევე განაცხადა, რომ ამიერიდან მეტად დაუკვირდება, თუ რას იტყვის.

Facebook კომენტარები