3 დღის და 11 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"ვიცი, აქ კვარაცხელია რას წარმოადგენდა“ - ნაპოლის ახალი ფეხბურთელის კომენტარი

ნაპოლიმ პსვ-დან 26 წლის ნიდერლანდელი მარცხენა ვინგერის, ნოა ლანგი ტრანსფერი გააოფიციალურა.

ნეაპოლში ფეხბურთელი ძალიან ეიმდებათ. ისინი თვლიან, რომ ლანგი მათ ხვიჩა კვარაცხელიას დანაკლისის შევსებაში საბოლოოდ დაეხმარება.

პრეზენტაციის დროს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მას ხვიჩაზე ჰკითხა, რაზეც მან უპასუხა:

"კლუბმა დიდი ნდობა გამომიცხადა. ვიცი, რამდენად ძლიერია კვარაცხელია, მაგრამ მე სხვა ფეხბურთელი ვარ და მინდა „ნაპოლის“ ისტორიაში შევიდე. იტალიაში ძალიან მაღალი კონკურენციაა, ეს ქვეყანა ბავშვობიდან მხიბლავდა, მათ შორის ფეხბურთით. მიხარია, რომ სერია А-ში თამაშის შესაძლებლობა მომეცემა".

მან ასევე კომენტარი ერთ-ერთ მედიასთანაც გააკეთა:

"არ ვარ წინააღმდეგი, კვარაცხელიას მემკვიდრე გავხდე, თუმცა ამაზე ყურადღებას არ ვამახვილებ. ჩემი კარგი უნარები გამაჩნია და ვიცი, რა შემიძლია. ისიც ვიცი, აქ კვარაცხელია რას წარმოადგენდა“.

Facebook კომენტარები