1 კვირის და 3 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

მხოლოდ 2 კლუბი - რა ვარიანტები აქვს გოგლიჩიძეს

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და ემპოლის მცველს, საბა გოგლიჩიძეს ბევრი მსურველი ჰყავს.

თუმცა, Le Nazione იუწყება, რომ კონკრეტული ქმედება მხოლოდ ორმა კლუბმა განახორციელა.

ესენი არიან სასუოლო და პარმა. 

აღსანიშნავია, რომ შემდეგ სეზონში ორივე გუნდი სერია ა-ში ითამაშებს.

წყაროს ინფორმაციით, გოლგიჩიძით ასევე "მილანი", "იუვენტუსი", "რომა", "ლაციო", "ბოლონია", "უდინეზე" და "პიზა" ინტერესდებიან, მაგრამ კონკრეტული მოქმედება მხოლოდ ზემოთ აღნიშნულებმა განახორციელეს.

აქვე მოგახსენებთ, რომ თავად საბა ამჟამად ემპოლისთან ერთად სეზონის წინა მომზადებას გადის, რომელიც სერია ბ-ში დაქვეითდა.

Facebook კომენტარები