ნიგერიელმა ჟურნალისტმა და ვიქტორ ოსიმენის მეგობარმა, ბუჩი ლაბამ სოციალურ ქსელში ნაპოლიზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა.
მისი თქმით, ხვიჩა კვარაცხელიასგან განსხვავებით, ოსიმენს ძალიან არ გაუმართლა, რადგან პარტენოპეი ოსიმენს გუნდიდან წასვლის საშუაელბას არ აძლევს:
"გიდასტურებთ, რომ "ნაპოლიმ" "გალათასარაისგან" ოსიმენის თაობაზე მეოთხე შეთავაზება დაბლოკა! "გალას" მეოთხე შეთავაზება ყველა იმ მოთხოვნას აკმაყოფილებდა, რაც "ნაპოლის" სურდა. ახლა კი "პარტენოპეი" მომავალი გაყიდვიდან პროცენტს ითხოვს, რაზეც თურქულმა კლუბმა უარი განაცხადა.
ვიქტორმა დე ლაურენტისს განუცხადა, რომ კარიერის გაგრძელებას მხოლოდ "გალათასარაიში" გეგმავს, თავის მხრივ სტამბოლური კლუბი ახლა ყოყმანობს და ფიქრობს, დააკმაყოფილოს თუ არა "ნაპოლის" მოთხოვნა.
ცოტა ხნის წინ "პარტენოპეიმ" ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში გადასვლის უფლება ზედმეტი სტრესისა და გართულებების გარეშე მისცა, ოსიმენს კი უპატივცემულოდ უკვე მეორედ ექცევიან, ვიქტორის გამო ძალიან ვწუხვარ. გასულ წელს ოსიმენიც "პარი სენ ჟერმენში" უნდა გადასულიყო, ყველაფერი შეთანხმებული იყო, ვიქტორი მხოლოდ პარიზში უნდა ჩასულიყო და სამედიცინო შემოწმება უნდა გაეარა, მაგრამ დე ლაურენტისმა ბოლო საათებში თამაშის წესები შეცვალა და ალ-ხელაიფი იმედგაცრუებული დატოვა. პრობლემა "ნაპოლის" პრეზიდენტია!", - წერს ლაბა.