გიორგი მამარდაშვილის მშობლებმა დავით მამარდაშვილმა და თამუნა ბლიაძემ ერთ-ერთ გადაცემაში საკუტარ შვილზე საინტერესო ისტორია გაიხსენეს.
როგორც ირკვევა, დედას არ სურდა, რომ გიორგი ფეხბურთელი გამოსულიყო:
"არ მინდოდა, რომ ფეხბურთელი ყოფილიყო. ვეხვეწებოდი, ფეხბურთს დაანებე თავი და სწავლას მიხედე, ხომ შეგიძლია-მეთქი.
მაგრამ ერთხელ მითხრა - დედა, მე ფეხბურთის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლიაო, რაღა უნდა მეთქვა...
თვითონ არის ასეთი, შეიძლება ხელი მოგკიდოს და თითქოს ჩაგეხუტა. ყველას ხომ არ შეუძლია და ამაზე სოციალურ ქსელში წერენ ხოლმე „ვინ არის ეს ხე?“. არ არის ასეთი. სტადიონზე რაც ჩანს, 360 გრადუსით სხვა ადამიანია სახლში. კარგი იუმორი აქვს, ვკვდებით ხოლმე სიცილით ყველანი“, - თქვა თამუნა ბლიაძემ.