1 თვის და 1 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"არ შემიძლია მის პროგერესს ხაზი არ გავუსვა" - ლუის ენრიკე ფინალის წინა პრესკონფერენციაზე

როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს ლონდონის ჩელსი და პარი სენ-ჟერმენი დაუპირისპირდებიან.

მატჩი 13 ივლისს საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ფინალამდე 1 დღით ადრე პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა:

"წლევანდელი სეზონის ბოლო მატჩისთვის ვემზადებით და განწყობა ბუნებრივია იდეალურია. მნიშვნელოვანია, რომ ისტორიული სეზონი კიდევ ერთი დასამახსოვრებელი თამაშით დავასრულოთ და საკლუბო მუზეუმი მორიგი ტიტულით გავამდიდროთ. ნებისმიერ შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებში გატარებული ერთთვიანი პერიოდი არაჩვეულებრივი იყო და პარიზში სასიამოვნო მოგონებებით ვბრუნდებით.

არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ფაბიან რუისის პროგრესს - დაახლოებით ორი წლის წინ მას მენტალურად სერიოზული პრობლემები ჰქონდა, ახლა კი საუკეთესო ფორმაშია და პსჟ-ის წამყვანი ნახევარმცველია.

ვარ თუ გუნდის მთავარი ვარსკვლავი? არა მგონია - ვარსკვლავი არც ფეხბურთელობის პერიოდში ვიყავი და არც მწვრთნელობის დროს ვიქნები. ბევრი თვლის, რომ მთავარ მწვრთნელად მუშაობად დაწყების შემდეგ ეს სეზონი ჩემ კარიერაში საუკეთესოა? შესაძლოა, თუმცა ამაში უფრო კარგად „ჩელსის“ დამარცხება დამარწმუნებს", - განაცხადა ენრიკემ.

Facebook კომენტარები