2024/25 წლები პარი სენ-ჟერმენისთვის განსაკუთრებული გამოდგა.
კლუბმა პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ტრებლი.
ახლა კი მსოფლიო საკლუბო ჩემპიოანატის ფინალში არიან, სადაც 13 ივლისს ჩელსის დაუპირისპირდებიან.
პარიზელთა მსგავსი სეზონი, რა თქმა უნდა, ქართველებისთვის განსაკუთრებულია, რადგან ამ ყველაფრის ერთ-ერთი შემოქმედი ხვიჩა კვარაცხელიაა.
როგორც უცხოურ მედიაში იწერება, გასული სეზონიდან დღემდე, პსჟ-მ ჯამურად 91 მილიონი ევრო გამოიმშავა.
თუ გუნდი ამ ტურნირსაც მოიგებს, ეს თანხა 125 მილიონ ევრომდე ავა.
ეს კი ნიშნავს იმას, რომ ხვიჩა, თავისი გუნდელები და შტაბის წევრები ხელმძღვანელობისგან დიდ ფულად პრემიას მიიღებენ, რაც აბსოლუტურად დამსახურებული იქნება.